"გაშუქება გაუმჯობესდა, თუმცა სერიოზული პრობლემები კვლავ რჩება" – აცხადებენ საერთაშორისო და ადგილობრივი მედია მონიტორები
25.10.2013
English Version საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, პროფესიონალ ჟურნალისტთა დამოუკიდებელი გაერთიანება, რომელიც ხელს უწყობს თავის English Version საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, პროფესიონალ ჟურნალისტთა დამოუკიდებელი გაერთიანება, რომელიც ხელს უწყობს თავისუფლებისა და დემოკრატიული ფასეულობების დამკვიდრებას, სისტემატურ მონიტორინგს უწევდა მედიის მიერ 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების გაშუქებას. პროექტი განხორციელდა სლოვაკურ მედია მონიტორინგის ორგანიზაცია MEMO 98 -თან ერთად ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით.

"ამომრჩევლებს პრეზიდენტობის კანდიდატების შესახებ მიეწოდებოდათ მრავალმხრივი ინფორმაცია, რაც ინფორმირებული არჩევანის გაკეთების საფუძველია", განაცხადა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარემ გიორგი მგელაძემ საარჩევნო მედიაცენტრში 25 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე, "თუმცა იყო ისეთი სიღრმისეული და ანალიტიკური გადაცემების ნაკლებობა, რომელსაც შეეძლო ამომრჩეველს დახმარებოდა კანდიდატების თვისებებისა და პროგრამების უკეთესად შეფასებასა და გაანალიზებაში". "ცხადია, რომ საჭიროა, დაინერგოს ურთიერთგაგების კულტურა მედიასა და პოლიტიკოსებს შორის", თქვა ქარტიის საბჭოს წევრმა, ზვიად ქორიძემ.

"პოლიტიკოსებმა პატივი უნდა სცენ იმ ფაქტს, რომ ჟურნალისტები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ თავისუფალ და დემოკრატიულ საზოგადოებაში". "ჩვენმა მონიტორინგმა აჩვენა, რომ საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დაბალანსებულად გააშუქა წინასაარჩევნო კამპანია", განაცხადა "მემო 98"-ის წარმომადგენელმა რასტო კუზელმა. "ამავე დროს, ჩვენ ღრმა შეშფოთებას გამოვთქვამთ საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე მოვლენების გამო. თუ გვინდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმა წარმატებული იყოს, უნდა შეწყდეს პოლიტიკური პარტიების ჩარევა მის მუშაობაში".

"მიუხედავად იმისა, რომ აშკარად გაუმჯობესდა მედიის მიერ არჩევნების გაშუქება, მაინც არსებობს სერიოზული პრობლემები, რომელიც ჯერ კიდევ გადასაწყვეტია", თქვა მედია ანალიტიკოსმა და ბი-ბი-სის ყოფილმა რედაქტორმა ბაქერ მოინმა. " "არჩევნების გაშუქებისას ჟურნალისტები უნდა იყვნენ უფრო მეტად აქტიურები, არ უნდა რეაგირებდნენ მხოლოდ მოვლენებზე. ეს ხელს შეუწყობს დისკუსიას, საჯარო დებატებს, გამოძიებასა და კომენტარებს, რაც თავის მხრივ, საზოგადოებას დაეხმარება მიიღოს სრულად გაანალიზებული და სწორად შეფასებული ინფორმაცია კანდიდატების შესახებ". ქარტია მედია მონიტორინგს ახორციელებს 2 სექტემბრიდან 27 სექტემბრის ჩათვლით და იყენებდა ანალიზის რაოდენობრივ და თვისობრივ მეთოდს. ძირითადი ყურადღება გამახვილდა ექვს სატელევიზიო არხზე (საზოგადოებრივი მაუწყებელი, რუსთავი 2, იმედი, მაესტრო, აჭარის ტელევიზია და კავკასია).

მონიტორები იყენებდნენ ანალიზის რაოდენობრივ და თვისობრივ მეთოდებს. რაოდენობრივი ანალიზი განსაზღვრავს იმ ინდიკატორებს ან რიცხვით მაჩვენებლებს, რომელთა გაზომვა და გაანალიზება შესაძლებელია, როგორიცაა, მაგალითად, მონიტორინგის სუბიექტებისათვის დათმობილი მთლიანი დრო და ამ სუბიექტების გაშუქების ტონი (დადებითი, უარყოფითი, ნეიტრალური). თვისობრივი ანალიზი კი აფასებს მედიის ქმედებას იმ ეთიკური და პროფესიული სტანდარტების მიხედვით, რომელიც საქართველოს ჟურნალისტური ქარტიისა და "მემო 98"-ის მიერ წარდგენილი მედიის წინასაარჩევნო ქცევის კოდექსით არის განსაზღვრული. ამ პროექტის მთავარი მიზანი იყო დახმარებოდა მედიას არჩევნების პერიოდში პროფესიული სტანდარტების გაუმჯობესებაში. ხუთმა სატელევიზიო არხმა, (საზოგადოებრივი მაუწყებელი, რუსთავი 2, იმედი, მაესტრო და აჭარის ტელევიზია), რომლებმაც ხელი მოაწერეს მედიის წინასაარჩევნო ქცევის კოდექსს ზოგადად დაიცვეს ქცევის კოდექსის ძირითადი პრინციპები. არსებობს მხოლოდ მცირედი გამონაკლისი, როდესაც სრულად არ იხელმძღვანელეს ამ პრინციპებით, რომლებიც, თავის მხრივ, ხელს უწყობენ მედიის მიერ საარჩევნო კამპანიის გაშუქების გაუმჯობესების საკითხს. ქარტია და მემო 98 საარჩევნო პროცესის დასრულებიდან მომდევნო სამ კვირაში წარადგენენ საბოლოო ანგარიშს, რომელშიც შეტანილი იქნება პროფესიული სტანდარტების გაუმჯობესებისათვის საჭირო რჩევები და რეკომენდაციები.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.