14.06.2013
ავტორი: შიდა ქართლის
საინფორმაციო ცენტრი13 ივნისს საზოგადოება "ბილიკის" ჟურნალისტიკის სტუდიის წევრები ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრში, ჟურნალისტიკის სექტორის წევრებთან ერთად, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდნენ. ეთიკის ქარტიის აღმასრულებელმა დირექტორმა თამარ რუხაძემ, საბჭოს თავმჯდომარემ გიორგი მგელაძემ და კიდევ ორმა წევრმა – ირაკლი აბსანძემ და დავით მჭედლიძემ მოზარდებს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის შესახებ მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია – როგორ შეიქმნა, როგორ შეუძლიათ ჟურნალისტებს ხელმოწერა, როგორ განიხილავენ "საჩივრებს", რომელი მედიასაშუალებები არიან / არ არიან ხელმომწერნი და სხვა. სრულად