ქარტია სახელმწიფო უნივერსიტეტში
12.06.2013
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საქმიანობას დღეს მომავალი ჟურნალისტები გაეცნენ. შეხვედრა უნივერსიტეტის პირველ კორპუსში შედგა. მთავარი შეკითხები ეთიკის პრინციპებს, ქარტიის მუშაობას და საბჭოს გადაწყვეტილებებს უკავშირდებოდა. შე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საქმიანობას დღეს მომავალი ჟურნალისტები გაეცნენ. შეხვედრა უნივერსიტეტის პირველ კორპუსში შედგა. მთავარი შეკითხები ეთიკის პრინციპებს, ქარტიის მუშაობას და საბჭოს გადაწყვეტილებებს უკავშირდებოდა. შეხვედრამ დისკუსიის ფორმატში ჩაიარა. სტუდენტებს აინტერესებდათ, რა პრინციპებით ხელმძღვანელობს საბჭო თუ ქარტიაში შესული განცხადება არახელმომწერ ჟურნალისტს ეხება ან რა შემთხვევაში რეაგირებს ქარტია პროფესიულ და ეთიკურ დარღვევებზე განცხადების ან მიმართვის გარეშე. სტუდენტებმა სამომავლო თანამშრომლობისა და ქარტიის საქმიანობაში აქტიურად ჩართვის სურვილიც გამოთქვეს. ასევე გამოთქვეს სურვილი, რომ ქარტიამ უფრო მეტი ყურადღება დაუთმოს საკუთარი საქმიანობის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას. სოციალური და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიბლიოთეკას ქარტიის საბჭოს წევრმა დავით მჭედლიძემ  რამდენიმე პროფესიული გამოცემაც შემატა.

ფოტო: თაკო კურატიშვილი

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.