მემორანდუმი ეროვნულ ბიბლიოთეკასთან
10.06.2013
ერთობლივი პროექტების განხორციელება, კონფერენციების, დისკუსიებისა, სემინარების მოწყობა - ასეთია მემორანდუმის მიზანი, რომელიც ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასა და ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის გაფორმდა.  ქარტია იმედოვნებს, რომ ბიბლიოთეკასთან დადებული შეთანხება სამომავლოდ აქტიური თანაშმრომლობის საფუძველი გახდება. მემორანდუმი საშუალებას მისცემს ეთიკის ქარტიას გამოიყენოს ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზები საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებისას, თავის მხრივ კი მაქსიმალური მხარდაჭერა გაუწიოს ბიბლიოთეკის იმ პროექტებს, რომელთა მიზანი და ინტერესებიც თანხვედრაშია ქარტიის საქმიანობასთან. დღესვე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ ბიბლიოთეკის სამოქალაქო განათლების განყოფილებას რამდენიმე მედია სახელმძღვანელო გადასცა. ფოტო: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.