ქარტიას ტელეკომპანია "იმედის" 6 წარმომადგენელი შეუერთდა
20.05.2013
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წარმომადგენლები 20 მაისს ტელეკომპანია "იმედის" საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტებს შეხვდნენ. ქარტიის გენერალურმა დირექტორმა თამარ რუხაძემ, ქარტიის საბჭოს თავმჯდომარემ, გიორგი მგელაძემ და ქარტიის საბჭოს წევრმა, ირაკლი აბსანძემ "იმედის" ჟურნალისტებს ქარტიის მუშაობის პრინციპები გააცნეს. შეხვედრაზე ისაუბრეს იმ ეთიკურ პრობლემებზე, რაც ჟურნალისტებს მუშაობის პროცესში ექმნებათ. "იმედი" რიგით მესამე ტელევიზიაა იმ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, რასაც ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ახორციელებს. მათი მიზანია ქარტიის საქმიანობაში აქტიურად ჩართონ ჟურნალისტები, მათ შორის, ტელეკომპანიების წარმომადგენლები. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრები უკვე შეხვდნენ ტელეკომპანია "მაესტროსა" და "მეცხრე არხის" წარმომადგენლებს. წაიკითხე სრულად

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.