"მეცხრე არხის- ახალ ამბებში
09.05.2013
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის კიდევ ერთი შეხვედრა ტელეჟურნალისტებთან დღეს ტელეკომპანია "მეცხრე არხის" ახალ ამბებში შედგა. ქარტიის საბჭოს წევრებმა ჟურნალისტებს ქარტიის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს, მათგან კი  შეკითხვები და მ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის კიდევ ერთი შეხვედრა ტელეჟურნალისტებთან დღეს ტელეკომპანია "მეცხრე არხის" ახალ ამბებში შედგა. ქარტიის საბჭოს წევრებმა ჟურნალისტებს ქარტიის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს, მათგან კი  შეკითხვები და მოსაზრებები მოისმინეს. რა სურთ რეპორტიორებს ქარტიისგან; რა პრობლემებს ხვდებიან ყოველდღიურ მუშაობაში, რითიც მათი აზრით ქარტია უნდა დაინტერესდეს; რა საკითხებზე მიაჩნიათ საჭიროდ კოლეგებთან ერთად მსჯელობა; როგორია ქარტიის საბჭოს დამოკიდებულება ამა თუ იმ კონკრეტული შემთხვევის მიმართ - ასეთი იყო ქარტიის წარმომადგენლებისა და "მეცხრე არხის" ჟურნალისტების საუბრის თემები. ქართული მედიისთვის ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე აქტუალური საკითხი ამ შემთხვევაშიც აქტუალური აღმოჩნდა, ყველაზე მეტი შეკითხვა და აქტიური დისკუსიაც ფარული ჩანაწერების თემამ გამოიწვა. შეხვედრის მთავარი შეკითხვაც ასე ჟღერდა: სად გადის ზღვარი მაღალ საზოგადოებრივ ინტერესსა და საზოგადოების ცნობისმოყვარეობას შორის.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.