"მეცხრე არხის" განცხადება ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში
30.04.2013
ტელეკომპანია "მეცხრე არხმა" ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს ქარტიის წევრების მიმართ საქმის წარმოების დაწყების შესახებ განცხადებით მიმართა. არხის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ სამ ინტერნეტ პორტალზე გამოქვეყნებულ სტატიებში რედაქტორებმა და ავტორებმა, მაია მეცხვარიშვილმა, დავით მჭედლიძემ და ირაკლი მანაგაძემ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპები დაარღვიეს. ნეტგაზეთის, ექსპრესნიუსისა და Media.ge-ს სტატიები ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის დაფინანსებით "მეცხრე არხის" ორ გადაცემაში ტელედისკუსიების მომზადების თემას ეხებოდა.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ "მეცხრე არხის" განცხადება დასაშვებად ცნო. მეცხრე არხის" განცხადება და არხის მიერ მოწოდებული სხვა ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ დოკუმენტებში. განცხადება - გვ1განცხადება - გვ2. განცხადება - გვ3წერილი ქარტიას - TV9 (1)"მეცხრე არხი" - პრესრელიზი

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.