27.04.2013
განათლების მინისტრი საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისგან
რეაგირებას ითხოვს. გიორგი მარგველაშვილმა ქარტიას 24 აპრილს მიმართა
და საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვებაში გასული
სიუჟეტის განხილვა და შეფასება
განათლების მინისტრი საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისგან
რეაგირებას ითხოვს. გიორგი მარგველაშვილმა ქარტიას 24 აპრილს მიმართა
და საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვებაში გასული
სიუჟეტის განხილვა და შეფასება სთხოვა. რეპორტაჟი მოზარდზე ძალადობის
ფაქტს ეხებოდა. "მდგომარეობას ამძიმებს ის, რომ
დაზარალებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვია, რომელთანაც
მოხდა მის პირად ცხოვრებაზე ინტერვიუს ჩაწერა. ჩვენთვის ცნობილი
გახდა რომ რეპორტაჟი დაზარალებულის ოჯახის განცხადების
საფუძველზე მომზადდა, თუმცა ვფიქრობთ, რომ იმ შემთხვევაში თუ მშობელი
ვერ აცნობიერებს თუ რა სახის ზიანი შეიძლება მიადგეს მის
არასრულწლოვან შვილს, მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში გასული
რეპორტაჟის გამო, ჟურნალისტმა ეს არ უნდა გამოიყენოს, როგორც ერთგვარი
ნებართვა არასრულწლოვნის პირადი ცხოვრების დეტალების გასახმაურებლად,
მით უფრო თუ საქმე ეხება შეზღუდული უნარების მქონე პირს" - ნათქვამია
განცხადებაში. იმის გამო, რომ არც რეპორტაჟის ავტორი და არც
გამოშვების რედაქტორი არ არიან ქარტიის ხელმომწერები, ქარტიის საბჭო
საქმის წარმოების დადგენილი წესების შესაბამისად ვერ გამოიტანს
გადაწყვეტილებას. არახელმომწერების მიმართ განცხადებებს საბჭო იხილავს
მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში. ვინაიდან საქმე ეხება
საზოგადოებრივ მაუწყებელს და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე
არასრულწლოვანზე ძალადობის ფაქტის გაშუქებას, საბჭოს
უმრავლესობამ მინისტრის განცხადება დასაშვებად ცნო და მასზე
მოსაზრებას გამოაქვეყნებს.