საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აცხადებს კონკურსს აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე
29.03.2013

კატეგორია : განცხადებები;
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აცხადებს კონკურსს აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე საკვალიფიკაციო მოთხოვნები: · პროექტების მართვის გამოცდილება · მედიის სფეროში საქმიანობის გამოცდილება · სასურველია ინგლისური ენის ცოდნა · სასურველია საერთაშორისო და მედია ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილება პიროვნული თვისებები: · პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა · კომუნიკაბელურობა და პრეზენტაბელურობა · პრობლემის გადაჭრის უნარი · ანალიტიკური აზროვნება · დამოუკიდებლად და ჯგუფურად მუშაობის უნარი. ძირითადი მოვალეობები: · ქარტიის მუშაობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა · ქარტიის პროგრამების/პროექტების მმართვა · პროექტების მომზადება და შესაბამისი ორგანიზაციებისათვის მათი წარდგენა · ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებათა შესრულების ორგანიზება · მესამე პირებთან ქარტიის წარმომადგენლობა სასურველია თუ კადიდატი წარმოადგენს სარეკომენდაციო წერილს. კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს სამოტივაციო წერილი, რომელშიც უნდა მიუთითოს, თუ რატომ სურს აღნიშნული პოზიციის დაკავება და როგორია მისი ხედვა ქარტიის სამომავლო საქმიანობასთან დაკავშირებით, წესდებით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად. CV გაგზავნილ უნდა იქნას შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე mgeladzegia@yahoo.com და davit.kldiashvili@gmail.com CV მიღების ბოლო ვადაა 2013 წლის 10 აპრილი

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.