ქარტიის საბჭოს განმარტება "ქართული პარტიის" საჩივართან დაკავშირებით
26.12.2010
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა „ქართული პარტიის“ პრესსამსახურის უფროსმა ნინო ძაგნიძემ, ჟურნალისტ ჯაბა ხუბუას (გაზეთი „ასავალ – დასავალი“) მიმართ საქმისწარმოების დაწყების შესახებ. ნინო ძაგნიძე თვლის, რომ ჟურნალისტმა ჯაბა ხუბუამ, რომელმაც „ასავალ-დასავალის“ 2010 წლის 13-19 დეკემბრის #846–ში გამოაქვეყნა სტატია: „ვაჭრობა ქვეყნით და ხალხით“, დაარღვია ეთიკის ქარტიის პირველი პრინციპი.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ ქარტიის საბჭოს საქმისწარმოების წესის მე–6 მუხლის მე–4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, არ ცნო დასაშვებად ნინო ძაგნიძის განცხადების განხილვა, ვინაიდან ჯაბა ხუბუა არ არის საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრი. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს შემუშავებული და გამოქვეყნებული აქვს პროექტი, რომელიც ქარტიის საქმისწარმოების წესში ითვალისწინებს ცვლილებების შეტანას. ვინაიდან ქარტიის წევრთა საერთო კრება  უნდა გაიმართოს უახლოეს ერთ თვეში, საბჭო მიიჩნევს, რომ არ დაუშვას პრეცედენტი და არ დააფიქსიროს თავისი პოზიცია ქარტიის არაწევრი ჟურნალისტის მიმართ შემოსულ საჩივართან დაკავშირებით, საქმის რეზონანსულობის მიუხედავად.

უახლოეს მომავალში ეთიკის ქარტიის საერთო კრების მიერ ამ ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში, ქარტიის საბჭო უფლებამოსილი იქნება მიიღოს ქარტიის არაწევრთან დაკავშირებული განცხადებაც. ქარტიის საბჭო

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.