ქარტიის საბჭოს განმარტება ელისო ჯანაშიას საჩივართან დაკავშირებით
17.12.2010
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მიმართა ელისო ჯანაშიამ ჟურნალისტ ლაშა ზარგინავას (რადიო “ჰარმონია”) მიმართ საქმისწარმოების დაწყების შესახებ.

ჯანაშია განცხადებაში მიუთითებდა, რომ ლაშა ზარგიანავას მიერ მომზადებულ სიუჟეტში („ინფორმაციის ხელმისაწვდომობა“, გავიდა რადიო “”ჰარმონიის” ეთერში 2010 წლის 26 სექტემბერს) ადგილი ჰქონდა გაზეთ “თავისუფალი სიტყვის” (რომლის რედაქტორი გახლავთ ელისო ჯანაშია) “პრობლემების ხელოვნურად მიჩქმალვას და მოსახლეობისთვის სიმართლის დამალვას.” ჯანაშია მიუთითებდა, რომ ლაშა ზარგიანავამ დაარღვია  საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის 1-ელი, მე-3 და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯების ნაწილში) პუნქტები.

საქმის წარმოების წესის შესაბამისად, ქარტიის საბჭომ დასაშვებად ცნო ელისო ჯანაშია საჩივარი ლაშა ზარგინავას წინააღმდეგ, რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობა ორივე მხარეს.

2010 წლის 15 დეკემბერს ელისო ჯანაშიამ წერილობით მიმართა საბჭოს თავმჯდომარეს, რომლითაც უკან გაითხოვა ზემოთ აღნიშნული საჩივარი.

ქარტიის საბჭო

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.