ქართული პარტია- ჟურნალისტ ჯაბა ხუბუას წინააღმდეგ
15.12.2010

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის
საბჭოს თავმჯდომარეს ქალბატონ ეთერ თურაძეს
განმცხ.: ნინო ძაგნიძე, ქართული პარტიის პრესსამსახურის უფროსი

განცხადება
(ქარტიის წევრის მიმართ საქმისწარმოების დაწყების შესახებ)

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს მოგმართავთ, რათა ქარტიის შიდამარეგლამენტირებელი დოკუმენტებით დადგენილი წესით შესწავლილ/განხილულ იქნას დარღვევის ფაქტი, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

ქარტიის იმ წევრის პერსონალური/პროფესიული მონაცემები, რომელმაც შესაძლოა დაარღვია ქარტიის დებულებით აღიარებული ჟურნალისტური ეთიკის ნორმები ჯაბა ხუბუა, გაზეთი „ასავალ-დასავალი“ კონკრეტული ფაქტების/გარემოებების მითითება, რაც განმცხადებლის აზრით, ადასტურებს ქარტიის წევრის მიერ ქარტიის დებულების დარღვევას – ჟურნალისტმა ჯაბა ხუბუამ „ასავალ-დასავალის“ 2010 წლის 13-19 დეკემბრის 846 ნომერში გამოაქვეყნა წერილი: „ვაჭრობა ქვეყნით და ხალხით“, სადაც წერია:

– „სააკაშვილმა გაჩეჩილაძეს გარიგება შესთავაზა და ჰკითხა, თუ რა პირობებს აყენებდა იგი, გაჩეჩილაძემ ლაპარაკს წერა არჩია იგი სააკაშვილს ფურცელზე უწერდა იმ პირობებს, რომელთა დაკმაყოფილებასაც მისგან ითხოვდა.“ ლევან გაჩეჩილაძემ თითქოსდა დაწერა: „ დროებით, ექვსი თვით დამნიშნე პრემიერ-მინისტრად.“ „მინდა ხუთი მილიონი.“ „ილია ჭავჭავაძის სახელობის საადგილმამულო ბანკის შესაქმნელად მჭირდება საწყისი კაპიტალი 10 – 12 მილიონი.“ ჩემი ვარაუდით ჟურნალისტმა ხუბუამ დაარღვია ეთიკის ქარტიის პირველი პრინციპი.

განმცხადებლის პირადი მოსაზრება/განმარტება თუ რატომ მიიჩნევს, რომ ადგილი ჰქონდა ქარტიის წევრის მიერ ქარტიის დებულების დარღვევას – ლევან გაჩეჩილაძე კატეგორიულად უარყოფს, რომ მას ამგვარი ჩანაწერი თუ მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილისთვის არასდროს წამოუყენებია, არც წერილობით და არც ზეპირად. ხუბუამ აღნიშნული ბრალდება მას ყოველგვარი მამტკიცებლების გარეშე წამოუყენა.

სასურველია დანართი – აუდიო ან/და ვიდეო ან/და ბაჭდური ფორმით არსებული მასალა, სადაც ასახულია ის ფაქტები/გარემოებები, რასაც ეფუძნება განცხადება (განსაკუთრებულ შემთხვევებში შესაძლებელია მითითებულ იქნას მასალის მოპოვების წყარო, მაგ.: ბმული )

http://www.asavali.ge/asdas1_2006/2010-50/1-20.PDF

განმცხადებელი:
ნინო ძაგნიძე,
ქართული პარტიის პრესსამსახურის უფროსი

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.