ქარტიის საბჭოს საქმის წარმოების წესში ცვლილებების პროექტი
13.12.2010
პროექტი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს საქმის წარმოების წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს საქმის წარმოების წესში შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე–14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საბჭოს განცხადებები და გადაწყვეტილებები საჯაროა და თავსდება მის ვებ პორტალზე;
2. მე–14 მუხლს დაემატოს მე–11 პუნქტი, რომელიც ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ქარტიის წევრი, რომელსაც უკავია რედაქტორის ან სხვა მმართველობითი უფლებამოსილების განმახორციელებელი თანამდებობა მედია საშუალებაში, ვალდებულია საკუთარ გამოცემაში გამოაქვეყნოს საბჭოს განცხადება ან/და გადაწყვეტილება.“
3. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს საქმისწარმოების წესს დაემატოს მე–6′ მუხლი, რომელიც ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


6′ მუხლი:

  1. საბჭოს უფლება აქვს განიხილოს განცხადება, რომელიც ეხება იმ პირის მიერ ჟურნალისტური ეთიკის ნორმების დარღვევას, რომელიც არ არის ქარტიის წევრი.
  2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადების განხილვის მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ეთიკის საბჭო. მითითებული გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა საბჭოს სხდომაზე დამსწრე ყველა წევრს მინუს ერთი წევრის თანხმობა.
  3. წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადების განხილვის შემთხვევაში საბჭო შეიმუშავებს განცხადების  (საბჭოს პოზიციის, მოსაზრების) ტექსტს, რომელშიც მიუთითებს არაწევრის მიერ ეთიკის ნორმების დარღვევაზე ან დარღვევის არარსებობაზე.
  4. აღნიშნული  განცხადების განხილვის შედეგად გადაწყვეტილება არ მიიღება.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.