"მწვანე ალტერნატივა- ელისო ჩაფიძის წინააღმდეგ
06.11.2010

გაზეთში “რეზონანსი“ (№292 (6517), შაბათი, 30 ოქტომბერი, 2010) გამოქვეყნდა სტატია სათაურით “ეროზიის, მეწყერისა და ღვარცოფების საფრთხე საქართველოს ტერიტორიის 70-ს ემუქრება: ტყის ჭრის შედეგად გამოწვეული სტიქიური კატაკლიზმები“ (გვ.10-11), სადაც ავტორი (ქ-ნი მარი ოთარაშვილი) სხვა რესპონდენტებს შორის, ინფორმაციის ერთ-ერთ წყაროდ “მწვანე ალტერნატივას“ ასახელებს

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარეს, ქალბატონ ეთერ თურაძეს

განმცხადებელი: ნინო გუჯარაიძე (“მწვანე ალტერნატივა”, აღმასრულებელი დირექტორი)

განცხადება

მოგახსენებთ, რომ გაზეთში “რეზონანსი“ (№292 (6517), შაბათი, 30 ოქტომბერი, 2010) გამოქვეყნდა სტატია სათაურით “ეროზიის, მეწყერისა და ღვარცოფების საფრთხე საქართველოს ტერიტორიის 70-ს ემუქრება: ტყის ჭრის შედეგად გამოწვეული სტიქიური კატაკლიზმები“ (გვ.10-11), სადაც ავტორი (ქ-ნი მარი ოთარაშვილი) სხვა რესპონდენტებს შორის, ინფორმაციის ერთ-ერთ წყაროდ “მწვანე ალტერნატივას“ ასახელებს (იხილეთ თანდართული სტატია).

resonancedaily.com

სტატიაში ვხვდებით შემდეგ ფრაზებს:
“გარემოსდამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივას“ მონაცემებით…“,
“ორგანიზაციაში “რეზონანსს“ განუცხადეს…“, ““მწვანე ალტერნატივას“ მიერ მოწოდებული
მონაცემებით…“, “მწვანე ალტერნატივას“ ცნობით…“

გვსურს საბჭოს ყურადღება გავამახვილოთ იმ გარემოებაზე, რომ სტატიის შედგენისას ავტორი არ დაკავშირებია “მწვანე ალტერნატივას“ და არ აუღია ინტერვიუ “მწვანე ალტერნატივას“ წარმომადგენლებისგან. არც “მწვანე ალტერნატივას“ მიუწოდებია რაიმე სახის ინფორმაცია გაზეთისთვის “რეზონანსი“. ჩვენი ვარაუდით, ავტორმა სტატიის შედგენისას უბრალოდ ისარგებლა ორგანიზაციის მიერ 2008 წელს ჩატარებული კვლევის შედეგად შემუშავებული ანგარიშით “ბუნებრივი კატასტროფების რისკის მართვა და ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული მიგრაცია საქართველოში“ (ანგარიში ხელმისაწვდომია “მწვანე ალტერნატივას“ ვებ-გვერდზე).

“მწვანე ალტერნატივა“ მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული სტატიის გამოქვეყნებისას, დაირღვა
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის შემდეგი დებულებები:

1. ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადების უფლებას – მიიღოს ზუსტი
ინფორმაცია.
3. ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია. ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია.
4. ინფორმაციის, ფოტოების ან დოკუმენტების მოპოვებისას ჟურნალისტმა მხოლოდ
კეთილსინდისიერი და სამართლიანი მეთოდები უნდა გამოიყენოს.

11. ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები:
• ფაქტის განზრახ დამახინჯება;
• ნებისმიერი სახის ქრთამის, საჩუქრის ან სხვა სარგებლის მიღება პროფესიულ საქმიანობაზე
გავლენის მოხდენის სანაცვლოდ;
• პლაგიატი.

“მწვანე ალტერნატივას“ აზრით, დაირღვა ასევე ქარტიის წესდება, კერძოდ, წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის “ა“, “ბ“ და “დ“ ქვეპუნქტები, რომელთა თანახმად:

“ქარტიის წევრი მოვალეა:
(ა) დაიცვას ქარტიის წესდება, შინაგანაწესი და მმართველი ორგანოების მიერ მიღებული
გადაწყვეტილებები;
(ბ) გაუფრთხილდეს ქარტიის ღირსებას, ავტორიტეტსა და ქონებას;
(დ) პროფესიულ საქმიანობაში იხელმძღვანელოს ქარტიის მიზნებითა და პროფესიული ეთიკის ნორმებით.

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ქ-ნი მარი ოთარაშვილი არ არის საქართველოს
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ხელმომწერი, თუმცა ქარტიის ხელმომწერია გაზეთის “რეზონანსი“ მთავარი რედაქტორის მოადგილე ქ-ნი ელისო ჩაფიძე. ამდენად, ჩვენი მოსაზრებით, ქ-ნი ელისო ჩაფიძეც პასუხისმგებელია საჩივარში მოყვანილ დარღვევაზე.

მოგმართავთ თხოვნით, განიხილოთ ჩვენს საჩივარში მოყვანილი დარღვევის ფაქტი და მიიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება.

განმცხადებელი: ნინო გუჯარაიძე,
აღმასრულებელი დირექტორი
მწვანე ალტერნატივა, 05.11.2010

საკონტაქტო დეტალები:
ასოციაცია მწვანე ალტერნატივა
მისამართი: ფალიაშვილის ქ. 27/29, მე-2 სართ., 0179 თბილისი
ტელეფონი: (995 32) 29 27 73, ფაქსი: (995 32) 22 38 74
ელ.ფოსტა: greenalt@greenalt.org

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.