ქარტიის საბჭოს განმარტება "ლეიბორისტული პარტიის" საჩივართან დაკავშირებით
22.04.2010
2010 წლის 17 აპრილს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა „ლეიბორისტული პარტიის“ იდეოლოგიურმა მდივანმა კახა ძაგანიამ საინფორმაციო სააგენტო “პირველში” გამოქვეყნებული 2 სტატიის გამო, სადაც “საქართველოს “ლეიბორისტული პარტია” და მისი ლიდერი დადანაშაულებულია ოპოზიციასა და ხელისუფლებასთან საარჩევნო კომისიების “კვოტებით” ვაჭრობაში”. ძაგანია საბჭოსგან ითხოვდა აღნიშნულ სტატიებთან დაკავშირებით ემსჯელა “ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დებულებების უხეშ დარღვევებზე”.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ ქარტიის საბჭოს საქმისწარმოების წესის მე–6 მუხლის მე–4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, არ ცნო დასაშვებად კახა ძაგანიას განცხადების განხილვა, ვინაიდან საინფორმაციო სააგენტო “პირველის” რედაქტორი არ არის საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრი. ქარტიის საბჭო

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.