ქარტიის საბჭოს თავმჯდომარეს ეთერ თურაძეს
ასლი: ქარტიის წევრთა საერთო კრებას
არავისთვის არის სიახლე, რომ მას-მედია დემოკრატიის აუცილებელი ინსტიტუტია, აგრეთვე წარმოადგენს ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების აუცილებელ ინსტრუმენტს და მისი მთავარი ფუნქციაა საზოგადოებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. სამწუხაროდ საქართველოში მას-მედიის ზოგიერთი წარმომადგენელი იქცა სახელისუფლო PR-მეხოტბეთა კასტად, რომლებიც შეკვეთილი სტატია-სიუჟეტებით ყოველგვარ საზღრებს სცდებიან.
წარმოგიდგენთ საინფორმაციო სააგენტო “პირველის” 2 სტატიას, შეკვეთილი სტატიების კატეგორიიდან, სადაც საქართველოს ლეიბორისტული პარტია და მისი ლიდერი ეფემერულ წყაროზე დაყრდნობით დადანაშაულებულია ოპოზიციასა და ხელისუფლებასთან საარჩევნო კომისიების “კვოტებით” ვაჭრობაში.
გთხოვთ, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის და მისი წესდების
დებულებების უხეში დარღვევისათვის, თქვენი კომპეტენციის ფარგლებში
რეაგირებას.
დანართი: 2 ფურცელი
პატივისცემით,
პარტიის იდეოლოგიური მდივანი
კახა ძაგანია