საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ 27 თებერვალს ჟურნალისტ სოფო მთივლიშვილის წინააღმდეგ ორი საქმე განიხილა. ორივე მათგანი ერთ სიუჟეტს ეხებოდა. სადავო მასალა "ტრანსგერდერთა ნაწილი სექსუალური უმცირესობების უფლებადამცველებს უპირისპირდება" "იმედის" ეთერში, 2016 წლის 23 ოქტომბერს გადაცემა "იმედის დროში" გავიდა.
პირველ საქმეში განმცხადებელი გიორგი ტატიშვილი მიიჩნევდა, რომ დარღვეული იყო ქარტიის რამდენიმე მუხლი, თუმცა საქმის განხილვისას მოხსნა 3 (დადასტურებული წყარო), 5 (შესწორება), 11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპები და მხოლოდ ორ მუხლზე - პირველსა (სიზუსტე) და 7 (დისკრიმინაცია) დატოვა განსახილველად. საბჭომ ორივე მუხლის დარღვევა დაადგინა.
მეორე საქმეში კი განცხადებებელი ერთობლივად ორი არასამთავრობო ორგანიზაცია იყო . "ადამიანის უფლებების სწალებისა და მონიტორინგის ცენტრი" (EMC) და "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი" (WISG) განცხადებაში უთითებდენ, რომ დარღვეულია პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მე-7 პრინციპი (დისკრიმინაცია), თუმცა საქმის განხილვისას პირველი პრინციპი მოხსნეს და სადავოდ მხოლოდ მეშვიდე პრინციპი დატოვეს, რისი დარღვევაც საბჭომ დაადგინა.
საქმის განხილვას მხოლოდ განმცხადებლები ესწრებოდნენ. მოპასუხე ჟურნალისტმა შეპასუხება წერილობით წარმოადგინა.