ლერი კვაჭანტირაძემ ქარტიის მეშვიდე პრინციპი დაარღვია
19.02.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით,  ჟურნალ "ჰოროსკოპის" რედაქტორმა ლერი კვაჭანტირაძემ ქარტიის მეშვიდე პრინციპი დაარღვია.მის წინააღმდეგ ქარტიაში განცხადება გიორგი გაბრიაძემ შემოიტანა. უნდა აღინიშნოს რომ გიორგი პირველი არასრულწლოვანია, რომელმაც ჟურნალისტის მხრიდან სავარაუდო ეთიკური დარღვევის ფაქტზე ქარტიას განცხადებით მომართა. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ სადავო მასალაში,"ზანგი ქართველები", რომელიც ჟურნალში 2016 წლის ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნდა, დაირღვა ქარტიის მეშვიდე პრინციპი, რომლის მიხედვითაც დაუშვებელია დიკსრიმინაცია. საბჭოს გადაწყვეტილების  დასაბუთებული ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.