მოქალაქემ, რომლის სახელიც მკვლელობას არასწორად დაუკავშირდა, ქარტიას მიმართა
07.06.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად სცნო მარინე (მაია) მინდორაშვილის განცხადება 9 მედიასაშუალების წინააღმდეგ, რომელთა შორისაა: ახალი თაობა, ნიუპოსტი, ექსკლუზივნიუსი, კვირა, რეზონანსდეილი, ინტერმედია, განათლების სახლი, ww.ge, artnews.ge
საქმე ეხება გახმაურებულ მკვლელობას, ბრალდებულია შვილი. განმცხადებლის მტკიცებით, აღნიშნულმა მედიასაშუალებებმა მოკლულის სახელი არასწორად დაწერეს. გარდაცვლილია ლამარა მინდორაშვილი და არა მაია მინდორაშვილი, როგორც ეს სადავო მასალებშია მითითებული. განმცხადებელი აღნიშნავს, რომ მასალაში არასწორად აღნიშნული სახელი, აკადემიური ხარისხი და სამუშაო სრულად ემთხვევა მის პიროვნებას, რის გამოც არსასურველ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ის და მისი შვილი.

აქედან გამომდინარე, განმცხადებელი მიიჩნევს, რომ დარღვეულია ქარტიის რამდენიმე პრინციპი, მათ შორის 1 (სიზუსტე), 3 (დადასტურებული წყარო), 4(ინფორმაციის მოპოვების კეთილსინდისიერება), 5(შესწორება) და 10 (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა). ქარტიის საბჭო საქმეს ღია სხდომაზე განიხილავს

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.