ეკა კვესიტაძემ ქარტიის პრინციპები დაარღვია
07.04.2017
საქართველოს ჟურნალისტურიმა ეთიკის ქარტიის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ეკა კვესიტაძის წინააღმდეგ შემოსულ განცხადებებთან დაკავშირებით. სადავო მასალა, „ელიტური კორუფცია“, რუსთავი 2-ის ეთერში 2016 წლის 8 მაისს გავიდა და ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს ეხებოდა.

ქარტიას განცხადებით მომართეს ააიპ „ასოციაცია ატუმ“, სს დაზღვევის კომპანია „ქართუმ“ და შპს „ჯი სი ეფ პარტნიორებმა“, რომლებიც სადავო მასალაში ფიგურირებდნენ. ისინი მიიჩნევდენ, რომ ჟურნალისტმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელა, განზრახ დაამახინჯა ფაქტები და შეცდომაში შეიყვანა საზოგადოება. შესაბამისად, დარღვეული იყო პირველი (სიზუსტე), მე-5(შესწორება) და მე-11 პრინციპი (ფაქტის განზრახ დამახინჯება) საქმის განხილვას მხოლოდ განმცხადებელი ესწრებოდა, მოპასუხე ჟურნალისტს მონაწილეობა არ მიუღია და არც წერილობით დაუფიქსირებია საკუთარი პოზიცია. განხილვის შემდეგ საბჭომ დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა მოსთხოვა განმცხადებლებს.

დოკუმენტების შესწავლის შემდეგ კი სამივე განცხადებასთან დაკავშირებით მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება:
  • ააიპ ასოციაცია ატუს ეპიზოდში არც ერთი სადავო პრინციპი არ დარღვეულა
  • ჯი სი ეფ პარტნიორების ნაწილში დაირღვა მხოლოდ პირველი პრინციპი
  • სს დაზღვევის კომპანია „ქართუსთან“ დაკავშირებით დაირღვა პირველი, მე-5ხუთე და მე-11პრინციპები გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.