MDF-ს განცხადება “რეზონანსის” წინააღმდეგ
07.06.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად სცნო მედიის განვითარების ფონდის (MDF) განცხადება გაზეთ “რეზონანსის” წინააღმდეგ.

განცხადების თანახმად, 17 მაისს, გაზეთ „რეზონანსის“ ბეჭდურ გამოცემასა და ონლაინ პლატფორმაზე გამოქვეყნდა სტატია „ქართულ მიწებს არაბები, ინდოელები ირანელები და თურქები ინაწილებენ“ (ავტორი მარი ჩიტაია). MDF მიიჩნევს, რომ მასალაში დარღვეულია ქარტიის პირველი (სიზუსტე), მესამე (ფაქტების მიჩქმალვა) და მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპები.

“სტატიის შინაარსი ქსენოფობიური ხასიათისაა და დისკრიმინაციის წახალისების საფრთხის მატარებელია. კერძოდ, ჟურნალისტი უცხოელებზე მიწების გასხვისებას საფრთხის კონტექსტში განიხილავს და თან ამას გადაუმოწმებელი და დაუზუსტებელი ინფორმაციის (“გავრცელებული ინფორმაციით”) საფუძველზე აკეთებს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ქარტიის საბჭოს საქმეს ღია სხდომაზე განიხილავს.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.