07.06.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად სცნო
ორგანიზაციის “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” (PHR) განცხადება
ნინი ობგაიძის წინააღმდეგ. გადაცემა “ბავშვების დრო” სოციალური
ქსელის, Facebook-ის მეშვეობით გავრცელდა და ეძღვნებოდა “ბავშვთა
ონანიზმის” თემას.განმცხადების თანახმად, გადაცემის მსვლელობისას გაუშვეს ვიდეო “კადრში ჩანს ბავშვის გარკვეული ქცევა, რომელიც წამყვანის გადმოცემით არის ონანიზმი”. PHR მიიჩნევს, რომ “ჟურნალისტის მხრიდან ადგილი ჰქონდა ბავშვის უფლებებისა და ბავშვის პირადი ცხოვრების დარღვევის ფაქტს, არ არსებობდა ლეგიტიმური საზოგადოებრივი ინტერესი, რომელიც გაამართლებდა მისი მხრიდან აღნიშნული კადრების გამოყენებას. ამ კადრების გაშვება, გადაცემაში განხილული საკითხის ანალიზისა და წარმოჩენისთვის, საჭიროებას არ წარმოადგენდა.” აქედან გამომდინარე განმცხადებელი ფიქრობს, რომ დარღვეულია ქარტიის მერვე (ბავშვთა უფლებები) და მეათე (პირადი ცხოვრების ხელშეუებლობა) პრინციპები.
ქარტიის საბჭო საქმეს ღია სხდომაზე განიხილავს, სადაც დასწრება ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია