გადაცემა „პროფილის“ წინააღმდეგ ქარტიამ განცხადება მიიღო
30.06.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო კავშირ „საფარის“ აღმასრულებელი დირექტორის ბაია პატარაიას განცხადება მაია ასათიანის წინააღმდეგ. სადავო გადაცემა ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ეთერში, 2017 წლის 15 ივნისს გავიდა.

გადაცემა ეხებოდა ქალის ისტორიას, რომელიც თავს სექს-მუშაკობით ირჩენს. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ გადაცემა „პროფილი“ მასტიგმატიზებელ დამოკიდებულებებს შეიცავს და ამიტომ ჟურნალისტის მხრიდან ადგილი აქვს ქარტიის მეშვიდე პრინციპის დარღვევას, რომლის თანახმად: „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე, ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.“

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს, სადაც დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.