მარი ჩიტაიამ ქარტიის პირველი და მეშვიდე პრინციპი დაარღვია
03.07.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, გაზეთ „რეზონანსის“ ჟურნალისტმა მარი ჩიტაიამ ქარტიის პირველი და მეშვიდე პრინციპი დაარღვია.

განმცხადებელი „მედიის განვითარების ფონდი (MDF)” სადავოდ ხდიდა გაზეთ „რეზონანსში“ 17 მაისს გამოქვეყნებულ სტატიას: „ქართულ მიწებს არაბები, ინდოელები, ირანელები და თურქები ინაწილებენ“. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ დარღვეული იყო ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და ქარტიის მეშვიდე (დისკრიმინაცია)პრინციპი. გარდა ამისა, მხარე სადავოდ ხდიდად ქარტიის მესამე (ფაქტის განზრახ დამახინჯება), თუმცა საბჭოს ამ პრინციპზე დარღვევა არ დაუდგენია.

საბჭოს გადაწყვეტილების სამოტივაცო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.