შსს-მ რუსთავი 2-ს წინააღმდეგ ქარტიას მიმართა
02.08.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად სცნო შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება ტელეკომპანია "რუსთავი 2-ს" სიუჟეტებთან დაკავშირებით. პირველი სადავო მასალა საინფორმაციო გამოშვება "კურიერში" 22 ივლისს გავიდა, სიუჟეტის ავტორი თამარ ბაღაშვილი იყო, წამყვანი კი - ნოდარ მელაძე. განმცხადების თანახმად, რომელსაც ხელს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი აწერს, "რუსთავი 2-მა" გაავრცელა დეზინფორმაცია სამინისტროს მიერ ჩატარებულ ტენდერთან დაკავშირებით. კერძოდ, სიუჟეტიდან ჩანდა, რომ სატენდერო პირობები მორგებული იყო ერთ კომპანიაზე, "იბერია ავტოცენტრზე", რომელმაც ტენდერში გაიმარჯვა კიდეც.

განმცხადებელი აღნიშნავს, რომ  "რუსთავი 2-ის" სიუჟეტთან დაკავშირებით 24 ივლისს საპასუხო განცხადება გაკეთდა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე და აღნიშნულის თაობაზე ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით უშუალოდ ეცნობა ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" წარმომადგენელს. "თუმცა, ამავე ტელეკომპანიის მეშვეობით განცხადება გაშუქდა ძირითადი კონტექსიტიდან ამოვარდილი ელემენტების გამოყენებით, ისე, რომ იძლევა ორმაგი იტერპრეტაციის საშუალებას, რამაც შესაძლოა კიდევ უფრო გაამძაფრა გავრცელებულიდამახინჯებული ინფორმაციის საფუძველზე საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა", - ნათქვამია განცხადებაში.

აქედან გამომდინარე შინაგან საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ რუსთავი 2-ის ჟურნალისტებმა დაარღვიეს ქარტიის პირველი (სიზუსტე), მე-3 (მიჩქმალვა) და მე-5 (შესწორება) პრინციპი.

 

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.