დაჩი ცაგურიამ რუსთავი 2-ის წინააღმდეგ ქარტიას მიმართა
22.08.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად სცნო საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის დაჩი ცაგურიას განცხადება რუსთავი 2-ის წამყვანის, გიორგი გაბუნიასა და ჟურნალისტის, მიხეილ სესიაშვილის წინააღმდეგ.

სადავო მასალა კურიერ  PS-ში 23 ივლისს გავიდა. სიუჟეტის თანახმად, ბათუმის ნავთობტერმინალზე რეზერვუარების ასაშენებლად ტერიტორიის შესაძენად ოფშორულმა კომპანია  ვიბრო დიაგნოსტიკმა 2014 წლის 8 დეკემბერს ქართუ ბანკისგან > ათეული მილიონი დოლარის ოდენობი იპოთეკური სესხი აიღო, რასაც ამჟამად საქართველოს რკინიგზა ფარავს. 

ამავე თემაზე P.S.-მა დამატებითი ინფორმაცია მომდევნო კვირასაც  მიაწოდა მაყურებელს. დაჩი ცაგურია მიიჩნევს, რომ სიუჟეტით გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. შესაბამისად, დარღვეულია ქარტიის პირველი (სიზუსტე), მესამე (მიჩქმალვა) და მეხუთე (შესწორება) პრინციპები.

ქარტიის საბჭო საქმეს ღია სხდომაზე განიხილავს.

 

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.