02.09.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამივნომ დასაშვებად
სცნო როზეტა რაფავას განცხადება ტელეკომპანიების, რუსთავი 2-ის,
იმედის და ინტერნეტპორტალების, პირველი რადიოს პალიტრანიუსისა და
აქცენტის წინააღმდეგ.სადავო გახდა ამ მედიასაშუალებების მიერ მომზადებული მასალა, რომელიც რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში არსებულ მოსწავლეთა ბანაკ არტეკში ქართველი ბავშვების მონაწილეობას ეხება. განმცხადებელი ერთ-ერთი მოსწავლის მშობელია. ის ფიქრობს რომ აღნიშნულმა მედიასაშუალებებმა დაარღვიეს ქარტიის მე-8 პრინციპი, რომელიც ჟურნალისტს ბავშვის ინტერესების დაცვას ავალდებულებს. განცხადების თანახმად, “არასრულწლოვნების მშობლების ნებართვის გარეშე გავრცელდა მათი პირადი ინფორმაცია სახელი-გვარი, ფოტოები ნეგატიურად და დამახინჯებულად იქნა ინფორმაცია გავრცელებული”.
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხსომაზე განიხილავს.