03.09.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით,
იმედის ჟურნალისტმა ნატა ტაბიძემ დაარღვია ქარტიის პირველი (სიზუსტე)
და მერვე (ბავშვის ინტერესები).ქარტიაში განცხადება შემოიტანა “პარტნიორობამ ადამიანის უფლებებისთვის”, ის მიიჩნევდა, რომ “იმედის დილის” მიერ მომზადებული სიუჟეტით, რომელიც სკოლაში ბულინგის თემას ეძღვნებოდა, ქარტიის პრინციპები ირღვეოდა. გარდა პირველი და მერვე პრინციპისა, განმცხადებელი სადავოდ ხდიდა მესამე პრინციპსაც, რომლის მიხედვითაც ჟურნალისტმა ინფორმაცია უნდა გადასცეს იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია. თუმცა განმცხადებელმა ეს პრინციპი მოხსნა საქმის განხილვისას.
საქმის განხილვას მხოლოდ განმცხადებლის წარმომადგენელი ესწრებოდა. მოპასუხე ჟურნალისტი სხდომას არ დასწრებია და არც შეპასუხება წარმოუდგენია.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.