გიორგი ფუტკარაძეს ქარტიის პრინციპები არ დაურღვევია
03.09.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით გიორგი ფუტკარაძეს ქარტიის პირველი (სიზუსტე), მესამე (მიჩქმალვა) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახც დამახინჯება) პრინციპი არ დაურღვევია.

განცხადებით ქარტიას ბექა ქირიამ მიმართა. ის მიიჩნევდა, რომ ბრიუსელში გამართულ ყოველწიული ფორუმის გაშუქებისას საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვება “მოამბეში” გასული მასალით დაირღვა ქარტიის პრინციპები. სადავო მასალაზე მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა გიორგი ფუტკარაძე, რომელიც მასალის ეთერში გასვლის პერიოდისთვის მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურს ხელმძღვანელობდა.

ქარტიის საბჭოს სხდომას მხოლოდ განმცხადებელი დაესწრო.გიორგი ფუტკარაძემ საბჭოს კითხვებს დისტაციური საკომუნიკაციო საშუალებით უპასუხა.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.