ხობის №2 სკოლის დირექტორმა "ასავალ დასავალის" წინააღმდეგ ქარტიას მიმართა
05.09.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად სცნო ხობის №2 საჯარო სკოლის დირექტორის, ნანა ქვარაიას განცხადება გაზეთ "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძის წინააღმდეგ.

სადავო გახდა გაზეთის მიერ გამოქვეყნებული ორი მასალა - 2017 წლის №32-ში გამოქვეყნებული სტატია“ეს მოხდა ხობის №2 ე.წ. მომავლის სკოლაში, რომელიც თავის დროზე სააკაშვილმა გახსნა“ და ამავე გაზეთის №33 გამოქვეყნებული სტატია „ხობის #2 სკოლაში ლგბტ კლიპთან დაკავშირებული სკანდალი გრძელდება“. სტატიები ეძღვნებოდა ხობის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ შექმნილ ვიდეოს.

განმცხადებელი მიიჩნევს, რომ "სტატიებში დასახელებული ფაქტები არ შეესაბამება სინამდვილეს და აღნიშნული ინფორმაცია მიწოდებულია არასაიმედო წყაროს მიერ, ასევე ორივე შემთხვევაში გამოქვეყნებულია არასრულწლოვანი ბავშვების სურათები მშობლების თანხმობის გარეშე. მათი სურათების გამოქვეყნება მიზნად ისახავს ამ ბავშვების დისკრედიტაციას და საზოგადოების მიერ მათ გაკიცხვას." აქედან გამომდინარე, განმცხადებლის აზრით, დარღვეულია ქარტიის შემდეგი პრინციპები - 1 (სიზუსტე), 3 (დადასტურებული წყარო), 4 (ინფორმაციის მოპოვების კეთილსინდისიერება), 7 (დისკრიმინაცია), 8 (ბავშვის ინტერესები).

ქარტიის საბჭო საქმეს ღია სხდომაზე განიხილავს

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.