08.09.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ დასაშვებად
სცნო პროფესიული კავშირების თავმჯდომარის ირაკლი
პეტრიაშვილის განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის, ტელეკომპანია
იმედისა და ჟურნალ "თბილისელების" ჟურნალისტების
წინააღმდეგ. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ 25 აგვისტოსა და 29 აგვისტოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და იმედმა ცამხრივად გააშუქეს მოშიმშილეთა აქცია. ირაკლი პეტრიაშვილი საკუთარ განცხადებაში აღნიშნავს: არათანაბარი საეთერო დრო დაეთმო ორ დაპირისპირებულ მხარეს, მათ შორის, აშკარა უპირატესობით სარგებლობდა სს. „საქართველოს რკინიგზის“ წარმომადგენლობა,რომელთაც გაცილებით მეტი დრო დაეთმო. ასევე, დიდი დრო დაეთმო საპარლამენტო უმრავლესობისა და მთავრობის წარმომადგენლებს, რომლებიც აშკარად სს.„საქართველოს რკინიგზის“ პოზიციას იზიარებენ". ირაკლი პეტრიაშვილის თქმით, მას, როგორც პროფკავშირის თავმჯდომარეს, არ მიეცა სათანადო დრო საპასუხოდ.
ჟურნალმა თბილისელებმა კი გამოაქვეყნა მასალა "ირაკლი პეტრიაშვილის პოლიტიკური ვნებანი", რაც, ირაკლი პეტრიაშვილის აზრით, შეიცავს არასწორ ფაქტებს
აქედან გამომდინარე განმხადებლი მიიჩნევს, რომ სამივე მასალაში დარღვეულია ქარტიის პირველი (სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო), მეოთხე (ინფორმაციის მოპოვებისას კეთილსინდისირება), მეშვიდე (დისკრიმინაცია), მეათე (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა), მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება).
იხილეთ სადავო მასალები
1. საზოგადოებრივი მაუწყებელი
2. ტელეკომპანია "იმედი"