11.09.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად
სცნო "მედიის განვითარების ინსტიტუტის" (MDF) განცხადება საინფორმაციო
სააგენტო PIA -ს წინააღმდეგ. სადავო სტატია "საქართველოს ირანიზაცია
ემუქრება? - საგანგაშო სტატისტიკა" ამ ვებსაიტზე 18 აგვისტოს
გამოქვეყნდა და ეძღვნებოდა საქართველოში ირანის მოქალაქეების
შემოსვლას. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ სტატიისშინაარსი ქსენოფობიური ხასიათისა და დისკრიმინაციის წახალისების საფრთხის მატარებელია ამავე კონტექსტშია აღნიშნული ის ფაქტიც, რომ ირანის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შეუძლიათ შემოსვლა და მათზე ბინადრობის უფლება გაიცემა. გარდა ამისა, მასალაში მოცემული რიგი მონაცემები დაუსაბუთებელია და არ ეყრდნობა კონკრეტულ წყაროს. შესაბამისად MDF მიიჩნევს, რომ დარღვეულია ქარტიის მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მესამე ( დადასტურებული წყარო) პრინციპი
ქარტიის საბჭო საქმეს ღია სხდომაზე განიხილავს.