24.09.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად სცნო
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის, მინდია ბასილაძის
განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტის,
ფირუზ ბოლქვაძის წინააღმდეგ. სადავო გახდა 5 აგვისტოს 21:00 საათზე
აჭარის ტელევიზიით გადაცემა „მთავარი აჭარაში“ გასული სიუჟეტი,
რომელიც სახემწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშს ეხებოდა. მასალაში
აღნიშნული იყო, რომ აუდიტის ანგარიშში მოცემულ ერთერთ შესყიდვაში
მონაწილე ფირმის დამფუძნებლები და გამგებლის მოადგილე მოგვარეები
(ბასილაძეები) არიან და რომ მათ შორის არსებობს თუ არა ნათესაური
კავშირი გარკვეული მიზეზების გამო ვერ დადგინდა.განმცხადებელი მიიჩნევს, რომ გადაუმოწმებელი და დაუზუსტებელი ინფორმაცია გავრცლდა. "ამით ჟურნალისტმა მიუთითა აღნიშნულ გარიგებაში ჩემი, როგორც გამგებლის მოადგილის მონაწილეობა, რაც პირდაპირ ზიანის მომტანია და ეჭვქვეშ აყენებს ჩემს როგორც პიროვნულ და საქმიან რეპუტაციას", - ნათქვამია ქარტიისთვის გამოგზავნილ განცხადებაში. მინდია ბასილაძე მიიჩნევს, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი 9სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო) და მეხუთე (შესწორება) პრინციპები.
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს.