24.09.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით
ონლაინ გამოცემა "მარშალპრესის" რედაქტორმა ოთარ სტეფანიშვილმა
ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მეხუთე (შესწორება) პრინციპი
დაარღვია.სადავო გახდა მასალა, რომელიც ვებგვერდმა 24 აგვისტოს სახელწოდებით – “რუსთავი 2”-ის ეთერში გაპარული კადრი – ნოდარ მელაძემ ჩამქრალი ხანძრის გამო შეიგინა (ვიდეო)”მასალის თანახმად “რუსთავი 2-ის” პირდაპირ ეთერში “კურიერის” წამყვანმა ნოდარ მელაძემ დუშეთში გაჩენილი ხანძრის გაშუქებისას, ცეცხლის ჩაქრობის გამო უკმაყოფილება გამოთქვა”. იქვე აღნიშნულია, რომ მას ეგონა, ეთერში არ იყო და შეიგინა
ქარტიას განცხადებით მომართა ტელეკომოანია "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტმა ნოდარ მელაძემ, რომელიც აღნიშნავდა, რომ "მარშალპრესმა" დეზინფორმაცია გაავრცელა, რადგან ხმა, რომელიც ეთერში ისმის, მისი არ არის. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ ასევე დარღვეული იყო ქარტიის მესამე პრინციპიც (დადასტურებული წყარო), თუმცა საბჭომ ამ მუხლის დარღვევა არ დაადგინა.
ქარტიის საბჭოს სხდომას 24 სექტემბერს მხოლოდ ნოდარ მელაძე ესწრებოდა, ოთარ სტეფანიშვილმა საბჭოს კითხვებს ტელეფონით უპასუხა.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.