24.09.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ განიხილა შინაგან
საქმეთა სამინისტროს განცხადება ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის"
ჟურნალისტების ნოდარ მელაძის, თამარ ბაღაშვილისა და ქეთი ნადიბაიძის
წინააღმდეგ. სადავო მასალა ეხებოდა სამინისტროს მიერ მანქანების
შესყიდვას. მასალის მიხედვით მანქანების შესაძენად გამოცხადებული
ტენდერის პირობები მორგებული იყო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა
მინისტრის, ტარიელ ხეჩიკაშვილის კომპანიას. ქარტიაში შემოტანილი განცხადების მიხედვით, შსს მიიჩნევდა, რომ სადავო მასალაში დარღვეული იყო ქარტიის პირველი (სიზუსტე), მე-3 (მიჩქმალვა) და მე-5 (შესწორება) პრინციპები
საბჭოს განხილვას ესწრებოდა როგორც განმცხადებლის წარმომადგენელი, ისე მოპასუხე ჟურნალისტი ნოდარ მელაძე. საბჭომ პირველი პრინციპის დარღვევა დაადგინა სადავო მასალის იმ ნაწილში, სადაც საუბარია 2014 წელს შსს-ს მიერ შეძენილი ფორდების გაუმართაობაზე. მესამე და მეხუთე პრინციპის დარღვევა კი არ დადგინდა.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.