ხობის სკოლის დირექტორის განცხადებას ქარტიის საბჭო ხობში განიხილავს
24.09.2017

კატეგორია : ანონსი;
30 სექტემბერს 13:00 საათზე საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო ხობში განიხილავს ამავე მუნიციპალიტეტის N2 საჯარო სკოლის დირექტორის, ნანა ქვარაიას განცხადება გაზეთ "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძის წინააღმდეგ.

სადავო გახდა გაზეთის მიერ გამოქვეყნებული ორი მასალა - 2017 წლის №32-ში გამოქვეყნებული სტატია “ეს მოხდა ხობის №2 ე.წ. მომავლის სკოლაში, რომელიც თავის დროზე სააკაშვილმა გახსნა“ და ამავე გაზეთის №33 გამოქვეყნებული სტატია „ხობის #2 სკოლაში ლგბტ კლიპთან დაკავშირებული სკანდალი გრძელდება“. სტატიები ეძღვნებოდა ხობის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ შექმნილ ვიდეოს. განმცხადებლის აზრით, დარღვეულია ქარტიის შემდეგი პრინციპები - 1 (სიზუსტე), 3 (დადასტურებული წყარო), 4 (ინფორმაციის მოპოვების კეთილსინდისიერება), 7 (დისკრიმინაცია), 8 (ბავშვის ინტერესები) დასწრება ყველა მსურველს შეეძლება. მისამართი: ხობი, ცოტნე დადიანის 168

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.