28.09.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ დასაშვებად სცნო გოჩა
ჩხაიძის განცხადება "ალიას" ჟურნალისტის, მაკა დეკანოსიძის
წინააღმდეგ. სადავო გახდა სტატია, რომელიც 2017 წლის N36-ში
გამოქვეყნდა სათაურით "ისევ ღორობა და გაუმაძღარობა". მასალა ეხებოდა
პროექტ "ჩექ ინ ჯორჯიას" ფარგლებში "ბლექ სი არენაზე" "ირმა ნიორაძისა
და სხვა ვარსკვლავების" კონცერტის გამართვას. სტატიის მიხედვით კანონი
დაირღვა, კორუფციისა და გაფლანგვის დამადასტურებელი დოკუმენტები კი
"ალიას" მიაწოდა ორგანიზაციამ "შეაჩერე კორუფცია".განცხადების თანახმად, "ალიამ" არაზუსტი ინფორმაცია გაავრცელა, რითიც დაარღვის ქარტიის პირველი პრინციპი. "ინფორმაცია არის გადაუმოწმებელი და არასწორი. როგორც ჟურნალისტი, ისე რესპონდენტი ცდილობენ მკითხველს შეუქმნან შთაბეჭდილება, რომ გოჩა ჩხაიძემ, როგორც ირმა ნიორაძის მეუღლემ, თავისი კომპანიის გამოყენებით მიიღო არამართლზომიერი სარგებელი კონცერტის ორგანიზებით", რაც, განმცხადებლის მტკიცებით, სიმართლეს არ შეესაბამება ვინაიდან მისმა კომპანიამ უფრო მეტი დახარჯა კონცენრტის ორგანიზებისთვის, ვიდრე მიიღო.
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს.