29.09.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ დასაშვებად სცნო
მსახიობ რუსუდან ბოლქვაძის განცხადება "იბერიის" ჟურნალისტის, შოთა
ფალავანდიშვილის წინააღმდეგ. განცხადების თანახმად, რუსუდან ბოლქვაძეს ტელეკომპანიამ სთხოვა ინტერვიუ ერთ-ერთ საკითხზე, რაზეც უარი განუცხადა. თუმცა ჟურნალისტმა დაითანხმა, რომ მიწოდებინა მისთვის ინფორმაცია როგორც წყაროს. მიუხედავად ამისა, მათი საუბრის ჩანაწერი ეთერში გავიდა. რუსუდან ბოლქვაძე მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა არაკეთილსინდისიერად მოიპოვა ინფორმაცია და გაამჟღავნა წყარო, შესაბამისად, მისი აზრით, დარღვეულია ქარტიის 1 (სიზუსტე), 4 (ინფორმაციის მოპოვების კეთილსინდისიერება) და 6 (წყაროს დაცვა).
ქარტიის საბჭო საქმეს ღია სხდომაზე განიხილავს.