03.10.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად
სცნო "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის (WISG)" განცხადება
ტელეკომპანია "იბერიის" წამყვანის, მაკა რაზმაძის წინააღმდეგ.სადავო გადაცემა "პრიორიტეტი" ეთერში 2017 წლის 1 ოქტომბერს გავიდა. განცხადების თანახმად, გადაცემაში რესპონდენტმა ჰომოფობიური გამონათქვამი გამოიყენა“. WISG აღნიშნავს, რომ გადაცემის წამყვანის მაკა რაზმაძის მხრიდან რესპოდენტის ფრაზას არ მოჰყოლია სათანადო რეაგირება. განმცხადებლის შეფასებით, გადაცემის ეს ეპიზოდი ხელს უწყობს ლგბტი ადამიანების სტიგმატიზებას და შესაბამისად, ახდენს მათი დისკრიმინაციის წახალისებას.
"ჟურნალისტს რესპოდენტის კომენტარზე საპასუხოდ უნდა გაეკეთებინა შენიშვნა და მკაფიოდ დაეფიქსირებინა მისი და მთლიანად მედია საშუალების პოზიცია, რომ გადაცემის ეთერში ამგვარი ჰომოფობიური შინაარსის კომენტარების გამოყენება არ არის მიზანშეწონილი", - ნათქვამია განცხადებაში. აქედან გამომდინარე, მათი აზრით, დარღვეულია მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპი.
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს