10.10.2017
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად სცნო გიორგი
მგალობლიშვილის განცხადება რუსთავის საინფორმაციო პორტალის,
"ინფორუსთავის" ჟურნალისტის, გიორგი ჩომახაშვილის წინააღმდეგ.სადავო გახდა 2017 წლის 4 ოქტომბერს პორტალ „ინფო რუსთავის“ მიერ გამოქვეყნებული ავტოსაგზაო შემთხვევის ამსახველი ვიდეო. განცხადების თანახმად ვიდეო ეკუთვნის ქვემო ქართლის ტელევიზიას, პირველად სწორედ მათ გამოაქვეყნეს, რადგან შემთხვევა ტელეკომპანიის გარეთ დამაგრებული ჩართვებისთვის საჭირო კამერამ დააფიქსირა,"ინფო რუსთავმა“ კი ისე დაამონტაჟა, რომ მაიდენტიფიცირებელი წარწერა ამოჭრა, თავისი ლოგო დაადო და არსად მიუთითა ინფორმაციის წყარო. "ეს არ არის პირველი შემთხვევა როდესაც ,,ინფო რუსთავი" ჩვენს მასალას დაუკითხავად იღებს და ავრცელებს როგორც საკუთარს მასალას საკუთარი ლოგოს დადებით", - ნათქვამია განცხადებაში.
განმცხადებელი თვლის, რომ დაირღვა ქარტიის მეოთხე (ინფორმაციის მოპოვების კეთილსინდისიერება) და მე-11 (პლაგიატი) პრინციპი.
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს.
სადავო მასალა