20.10.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად
სცნო თინათინ შარაშენიძის განცხადება ონლაინ გამოცემა for.ge -ს
წინააღმდეგ. სადავო გახდა 4 ოქტომბერს გამოქვეყნებული მასალა
სათაურით "ვინ არის კოსტანტინე შარაშენიძე და რა თანხების გაფლანგვას
ედავება მას კონტროლის პალატა?". სტატიაში ოზურგეთის მერობის
კანდიდატი კონსტანტინე შარაშენიძე დადანაშაულებულია ფინანსურ
მანიპულაციებსა და ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში.განმცხადებელი მიიჩნევს, რომ for.ge-ს მიერ მომზადებული მასალა არასწორ ფაქტებს შეიცავს, რისი დამამტკიცებელი დოკუმენტებიც არსებობს აუდიტის სამსახურისა და ექსპერტიზის დასკვნის სახით. თინათინ შარაშენიძის აზრით, დარღვეულია ქარტიის პირველი (სიზუსტე), მეორე (ჟურნალისტის იძულება), მესამე (დადასტურებული წყარო), მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) და მეხუთე (შესწორება), რადგან განმცხადებლის მიმართვის მიუხედავად მასალა არ ჩასწორდა.
საბჭო საქმეს ღია სხდომაზე განიხილავს