30.10.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად
სცნო ელისო ჯანაშიას განცხადება ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის"
ჟურნალისტების, ნოდარ მელაძის, დავით კაკულიასა და სოფო ჭულუხაძის
წინააღმდეგ. სადავო გახდა საინფორმაციო გამოშევბა "კურიერში" 2017
წლის 6 ოქტომბერს გასული სიუჟეტი, რომლის თანახმადაც ფოთის მერობის
კანდიდატი "ქართული ოცნებიდან", გოჩა კურდღელია ამომრჩევლებს
დაემუქრა, თუ ის "მაღალი ლეგიტიმაციით ვერ გაიმარჯვებს, ცენტრალური
ხელისუფლება ფოთში დაგეგმილ პროექტებს შეაჩერებს".განცხადების თანახმად, დარღვეულია ქარტიის მე11 პრინციპი, რომელიც პლაგიატს კრძალავს. ელისო ჯანაშიას თქმით, "კურიერში" გამოყენებული კადრები გადაღებული იყო ფოთში არსებული ონლაინ გამოცემა Tspress.ge-ს მიერ, რის შესახებაც "რუსთავი 2-ის" რედაქციამ არ მიუთითა. ამასთან "ჩამოჭრლი იყო გამოცემის ლოგოები, რომელიც განთავსებულია ვიდეომასალის მარჯვენა ზედა კუთხეში", - აღნიშნულია განცხადებაში.
ქარტიის საბჭო საქმეს ღია სხდომაზე განიხილავს