01.11.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ დასაშვებად სცნო
ტრანსგენდერ ქალთა ცენტრის განცხადება ტელეკომპანია "იბერიის" წამყვან
არჩილ გამზარდიას წინააღმდეგ. სადავო მასალა 27 ოქტომბერს გავიდა
ეთერში. გადაცემა ეძღვნებოდა საქართველოს ნაკრების ვიცე
კაპიტნის, გურამ კაშიას მიერ ჰოლანდიის საფეხბურთო ჩემპიონატში
ლგბტ პირთა სოლიდარობის და ძალადობის საწინააღმდეგო კამპანიაში
ჩართვას და შესაბამისი სამკლაურით სტადიონზე გასვლას.განმცხადებელი მიიჩნევს, რომ გადაცემა შეიცავდა "ლგბტქი თემის მარგინალიზების და დისკრიმინაციის, ასევე საზოგადოებაში სტიგმატიზების მაპროვოცირებელ განცხადებებს", შესაბამისად დაირღვა ქარტიის მეშვიდე პრინციპი, რომელიც დისკრიმინაციას კრძალავს.
ქარტიის საბჭო საქმეს ღია სხდომაზე განიხილავს.