02.11.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად
სცნო ჟურნალისტ ნინო ზაუტაშვილის განცხადება გაზეთ "ალიას"
ჟურნალისტის, ნინო ლაბარტყავას წინააღმდეგ. სადავო მასალა ალიამ 31 ოქტომბერს გამოაქვეყნა - “ქართული მარშის” ლიდერი სანდრო ბრეგაძე აქციის დასრულების შემდეგ „ალიასთან“ ჟურნალისტ ნინო ზაუტაშვილს ამხელს. მასალაში ჰომოფობიური მარშის ერთერთი ლიდერი ანდრო ბრეგაძე საუბრობს და ამბობს ნინო ზაუტაშვილი არის "მხედრიონისდროინდელი ჟურნალისტი, რომელმაც ზვიად გამსახურდიას დამხობის შემდგომ, როდესაც მე დამიჭირეს და ზვიად გამსახურდიას სხვა მომხრეებს იჭერდნენ, ეს ქალი მათ წამებას ესწრებოდა და იყო ამ წამების უშუალო მონაწილე!"
ნინო ზაუტაშვილი მიიჩნევს, რომ მასალაში დარღვეულია ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მეშევიდე (დისკრიმინაცია) პრინციპები, რადგან მოცემული ბრალდებები უსაფუძვლოა და ზიანს აყენებს როგორც მის პროფესიულ კარიერას ასევე მის გადაცემას "რეალური სივრცე".
ქარტია საქმეს ღია სხდომაზე განიხილავს.