16 ნოემბერს ქარტიის საბჭო 4 საქმეს განხილავს
13.11.2017

კატეგორია : ანონსი;
ხუთშაბათს, 16 ნოემბერს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც განიხილება შემდეგი საქმეები:

  • 19:00 საათი - რუსუდან ბოლქვაძე შოთა ფალავანდიშვილის წინააღმდეგ

განცხადების თანახმად, რუსუდან ბოლქვაძეს ტელეკომპანია "იბერიამ" სთხოვა ინტერვიუ ერთ-ერთ საკითხზე, რაზეც უარი განუცხადა. თუმცა ჟურნალისტმა დაითანხმა, რომ მიწოდებინა მისთვის ინფორმაცია როგორც წყაროს. მიუხედავად ამისა, მათი საუბრის ჩანაწერი ეთერში გავიდა. რუსუდან ბოლქვაძე მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა არაკეთილსინდისიერად მოიპოვა ინფორმაცია და გაამჟღავნა წყარო, შესაბამისად, მისი აზრით, დარღვეულია ქარტიის 1 (სიზუსტე), 4 (ინფორმაციის მოპოვების კეთილსინდისიერება) და 6 (წყაროს დაცვა).

  • 20:00 საათი - დათო აბზიანიძე ანრი ჯოხაძის, ნინი ბადურაშვილის, მაია სტეფნაძის და ნინო ნადირაძე-კუზანოვას წინააღმდეგ
განმცხადებელი აღნიშნავს, რომ გადაცემა "პრაიმშოუში" ვიდეოჩანაწერი მისი მონაწილეობით ისე გაუშვეს, მისგან ნებართვა არ აუღიათ. ასევე, აბზიანიძე განცხადებაში აღნიშნავს, რომ გადაცემის ჟურნალისტებმა მას არ მისცეს საშუალება, პასუხი გაეცა იმ ნეგატიური შეფასებებისთვის, რაც გადაცემაში მისი მისამართით ისმოდა.

  • 21:00 საათი - მედიის განვითარების ფონდი ეკა ჭიღლაძის წინააღმდეგ

სადავო სტატია "საქართველოს ირანიზაცია ემუქრება? - საგანგაშო სტატისტიკა" საინფორმაციო სააგენტო PIA-მ გამოაქვეყნა. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ მასალა ქსენოფობიურია და დისკრიმინაციას ახალისებს. 

  • 22:00 საათი - გოჩა ჩხაიძე მაკა დეკანოსიძის წინააღმდეგ

სადავო გახდა სტატია, რომელიც გაზეთმა "ალიამ" გამოაქვეყნა სათაურით "ისევ ღორობა და გაუმაძღარობა". მასალა ეხებოდა პროექტ "ჩექ ინ ჯორჯიას" ფარგლებში "ბლექ სი არენაზე" "ირმა ნიორაძისა და სხვა ვარსკვლავების" კონცერტის გამართვას. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ გამოცემამ გადაუმოწმებელი და არასწორი ინფორმაცია გაავრცელა

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.