14.12.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად
სცნო რადიო "ჰერეთის" განცხადება ონლაინგამოცემა "ინტერპრესიუსის"
წინააღმდეგ. სადავო მასალა 11 დეკემბერს გამოქვეყნდა.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ორგანიზაცია IPR & Analytical
Center-ის კვლევის თანახმად, თბილისში ყველაზე ხშირად რადიო
„პალიტრის“ საინფორმაციო გამოშვებას უსმენენ. განმცხადებელი რადიო "ჰერეთი" აღნიშნავს, რომ ასეთი კვლევითი კომპანია არ არსებობს. "არ იძებნება არცერთი საძიებო სისტემით, არ აქვს ვებ-გვერდი, სხვა მისამართები... 2 დღეა ჩვენ ვუკავშირდებით საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსს და ვთხოვთ მოგვაწოდოს აღნიშნული კვლევის დეტალები და ორგანიზაციის საკონტაქტო ინფორმაცია, თუმცა უშედეგოდ", - ნათქვამია განცხადებაში.
ქარტიის საბჭო საქმეს ღიას სხდომაზე განიხილავს.