24.12.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით
ტელეკომპანია "იბერიის" ჟურნალისტმა, შოთა ფალავანდიშვილმა ქარტიის
მე-6 პრინციპი დაარღვია, რომლის თანახმადაც "ჟურნალისტის მორალური
პასუხისმგებლობაა არ გაამჟავნოს კონფიდენციალურად მიღებული
ინფორმაცია"მის წინააღმდეგ ქარტიას მსახიობმა რუსუდან ბოლქვაძემ მიმართა. მისი განცხადებით, ტელეკომპანიამ სთხოვა ინტერვიუ ერთ-ერთ საკითხზე, რაზეც უარი განუცხადა. თუმცა ჟურნალისტმა დაითანხმა, რომ ინფორმაცია როგორც წყაროს მიეწოდებინა. მიუხედავად ამისა, ტელეკომპანიის წარმომადგენლისა და რესპონდეტის საუბრის ჩანაწერი ეთერში გავიდა.
რუსუდან ბოლქვაძე მიიჩნევდა, რომ გარდა მე-6 პრინციპისა, დარღვეული იყო ქარტიის 1 (სიზუსტე) და 4 (ინფორმაციის მოპოვების კეთილსინდისიერება) პრინციპიც, თუმცა საბჭომ განხილვის შემდეგ მხოლოდ მე-6 პრინციპის დარღევა დაადგინა.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.