24.12.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით
ტელეკომპანია "იბერიის" წამყვანმა მაკა რაზმაძემ ქარტიის მეშვიდე
პრინციპი დაარღვია, რომლის თანახმადაც "ჟურნალისტს უნდა ესმოდეს
მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი
უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად
რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური
და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე
ან რაიმე სხვა ნიშნით."მაკა რაზმაძის წინააღმდეგ ქარტიას "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფმა" (WISG) მიმართა. განცხადების თანახმად, 2017 წლის 1 ოტომბერს გადაცემა "პრიორიტეტში" რესპონდენტმა ჰომოფიბიური გამონათქვამი გამოიყენა, თუმცა, გადაცემის წამყვანის მაკა რაზმაძის მხრიდან რესპოდენტის ფრაზას არ მოჰყოლია სათანადო რეაგირება. განმცხადებლის შეფასებით, გადაცემის ეს ეპიზოდი ხელს უწყობს ლგბტი ადამიანების სტიგმატიზებას და შესაბამისად, ახდენს მათი დისკრიმინაციის წახალისებას.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.