24.12.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით
ჟურნალ "თბილისელების" ჟურნალისტმა ხათუნა კორთხონჯიამ ქარტიის
პირველი პრინციპი დაარღვია, რომელიც ჟურნალისტს სიზუსტის დაცვას
ავალდებულებს. მის წინააღმდეგ ქარტიას მიმართა იღუმენმა დიონისემ (ლაშა ბორძიკული). სადავო გახდა 25 სექტემბრის ნომერში გამოქვეყნებული სტატია "რა ურთიერთობა ჰქონდა მოდელ კობა ფარტენაძს დეკანოზ გიორგი მამალაძესთან და როგორ ავიწროვებდა მას მამა ანდრია თურმანიძე". ჟურნალის გარეკანზე ამ სტატიას თან ერთვის კობა ფარტენაძის და იღუმენი დიონისეს ერთობლივი ფოტო, სტატიაში კი იღუმენი დიონისე ნახსენებიც არ არის.
განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ ჟურნალის გარეკანზე გამოქვეყნებული სურათი და სტატიის შინაარსი ერთმანეთს არ უკავშირდება და იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს რაიმე შეხება აქვს გახმაურებულ "ციანიდის" სკანდალთან. შესაბამისად, განმცხადებელი თვლიდა, რომ დაირღვული იყო ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მეათე (პირადი ცხოვრებაში შეჭრა) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპი. ქარტიის საბჭოს საქმის განხილვის შემდეგ მხოლოდ პირველი პრინციპი დარღვევა დაადგინა.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება/