27.12.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით,
ინტერნეტგამოცემა for.ge-ს ჟურნალისტმა, გვანცა გიორგობიანმა დაარღვია
ქარტიის შემდეგი პრინციპები: პირველი (სიზუსტე), მესამე
(დადასტურებული ფაქტი), მეხუთე (შესწორება) და მე-11 (ფაქტის განზრახ
დამახინჯება).სადავო გახდა 4 ოქტომბერს გამოქვეყნებული მასალა სათაურით "ვინ არის კოსტანტინე შარაშენიძე და რა თანხების გაფლანგვას ედავება მას კონტროლის პალატა?". სტატიაში ოზურგეთის მერობის კანდიდატი კონსტანტინე შარაშენიძე დადანაშაულებულია ფინანსურ მანიპულაციებსა და ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ for.ge-მ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება